ხვალ საპარლამენტო ფრაქციების, შსს-სა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება
ხვალ, 18:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სათათბირო ოთახში საპარლამენტო ფრაქციების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებმა გააცნონ პარლამენტის წევრებს საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის – საგზაო შემთხვევათა მზარდი სტატისტიკის შესახებ და იმსჯელონ კანონპროექტის “საგზაო მოძრაობის შესახებ” განხილვის გაგრძელებისა და ძალაში შესვლის საჭიროებაზე.
საქართველოში ერთი წლის განმავლობაში 600 – ზე მეტი ადამიანი იღუპება და 9 ათასზე მეტი ადამიანი ზიანდება ავტოავარიაში. საკანონმდებლო ინიციატივა კი, რომელიც ითვალისწინებს ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირების დანერგვას და სხვა სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევების პრევენციას.
საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომდგენელთა მოთხოვნაა პარლამენტის მიერ დროულად იქნას განხილული და მიღებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის შესახებ”, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 10 დეკემბერს წარუდგინა პარლამენტს და რომლის განხილვა თვეების განმავლობაშია შეჩერებული.
შეხვედრა გაიმართება მასმედიისთვის დახურულ ფორმატში, თუმცა დისკუსიის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ შეხვედრის შედეგებს.
საქართველოში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 20%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთვევებში. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია.
(შსს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლოდ 8045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვაა და 8536 დაშავდა, 2015 წელს კი 602 ადამიანი დაიღუპა და 9187 დაშავდა)
საკონტაქტო პირი: 577 32 72 71 ეკა ლალიაშვილი საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის