კასპის მუნიციპალიტეტში სპორტკომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 2 469 049 23   ლარია.
უკვე დასრულებულია სასტუმროს შენობის,  საჭიდაო შეჯიბრებისთვის წრიული დარბაზის,  სავარჯიშო სპორტ-დარბაზისა და ფიტნეს დარბაზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საქვაბის, საპირფარეშოებისა და კალათბურთის დარბაზის ლესვითი სამუშაოები.
სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და დასკვნით ფაზაშია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები