გიგა ბუკია – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით შევა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ გიგა ბუკია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით შევა. მისივე განცხადებით, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებული იქნება იმ კუთხით, რომ წელს ფართო პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი და პარტიებს იმაზე გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე – წინა წლებში იყო.
შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი კორცხელის მსგავი ინციდენტები, ბუკიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს მეტი გონივრულობა და სიფრთხილე მართებთ.
ბუკიას განცხადებით, კორცხელის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო პროვოცირებული. „სამეგრელო არ არის რთული რეგიონი. არ უნდა ჩახვიდე იქ საჩხუბრად და არ უნდა მოაწყო სპეცოპერაცია, იმის განურჩევლად, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში. კარგად მახსოვს, 90-იან წლებში, დაპირისპირებების პერიოდი, როდესაც გიგა ბოკერია აქტიურად იყო ჩართული. მისი დასისხლიანებული ცხვირ-პირიც არაერთხელ მინახავს. ახლაც აღმოჩნდა, რომ სადაც გიგა ბოკერია და მისი დამქაშები არიან, სამწუხაროდ, ისეთივე რეალობაა“,- განაცხადა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები