გიგა ბუკია – ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ გიგა ბუკია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქმეში ნამდვილად არის შეკითხვები, თუმცა არა იმ დოზით, რომ მის პატიმრობასთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა ყველამ ვნახეთ და ყველა გავეცანით შესაბამის დადგენილებას, იქ პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, კერძოდ კი, რატომ უფრო მეტი არგუმენტი არ გამოხატა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. არცერთი კითხვა იმაზე, პატიმრობა ეკუთვნოდა თუ არა მერაბიშვილს, არ დასმულა. ჩვენ – უმრავლესობამ კანონში შევიტანეთ ცვლილება და სასამართლო ვალდებულია, რომ ყოველ სამ თვეში იმსჯელოს და კიდევ ერთხელ გადახედოს, არის თუ არა წინასწარი პატიმრობა საჭირო, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, აქედან გამომდინარე, ის ხარვეზიც კი, რომელიც ადრე არსებობდა, აბსოლუტურად გამოსწორებულია და არანაირი შენიშვნა დღევანდელობასთან მიმართებაში არ არსებობს “,-განაცხადა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები