მიხეილ ჯანელიძე შტაინმაიერის ვიზიტზე: ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველო-გერმანიას შორის მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი კოლეგის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოსა და გერმანიას შორის მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობისა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებენ.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვოლტერ-შტაინმაიერის ვიზიტი საქრთველოში დაგეგმილია კიდევ ერთი გამოხატულება არის საქართველოსა და გერმანიას შორის მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა.
განვიხილავთ ასევე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე რეგიონალური პოლიტიკის ,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და აგრეთვე გერმანიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვოლტერ-შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადებები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაკეთდა. პრემიერის ვიზიტი გერმანიაში დღეს, დღის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები