დავით ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას ჟურნალსიტებს განუხცადა, რომ ხაზგასმით იყო აღნიშნული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან აახლოებს.
”ერთის მხრივ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის. მეორე მხრივ აღინიშნა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს და არანაირი შეფერხება გერმანიის მხრიდან ამ პროცესს არ ექნება, გამომდინარე შესრულებული სამუშაოს იმ მაღალი ხარისხიდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. ჩვენ ასევე მივიღეთ დამაიმედებელი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებშიც გერმანია გააგრძელებს და მხარს დაუჭერს საკითხის დროულად გადაწყვეტას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხი კომპლექსური შინაარსისაა და ევროპაში არსებულ გაზრდილ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება.
”ჩვენ გერმანულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ველოდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – დასძინა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები