საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს გერმანიაში უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უცხოური მედია ეხმაურება. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ წერენ.
სტატიებში მოყვანილია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებები, სადაც იგი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მალე მიიღებს და ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, გერმანია არ შეეწინააღმდეგება.
უცხოური მედია ასევე საუბრობს გერმანიის კანცლერის იმ განცხადების შესახებ, რომელიც მან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო ურთიერთობაზე, საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკაში მიღწეულ უზარმაზარ პროგრესთან დაკავშირებით გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები