ვიქტორ დოლიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნამდვილად არ წერია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია

“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო დეპუტატის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.
როგორც ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ ვანო მერაბიშვილის გამართლებას და პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ეს შეურაცხმყოფელია.
“მე არ ვიცი რატომ კითხულობენ მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვადასხვანაირად, მაგრამ ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვკითხულობთ ისე, როგორც წერია. ის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს ნამდვილად არ წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ეს ვერ დაიწერება… თქვენ, გახსოვთ ალბათ, იმავე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ. მისი გამართლება და პოლიტპატიმრად მოხსენიება ნამდვილად შეურაცხმყოფელიც არის. რაც არ უნდა ეცადოს “ნაციონალური მოძრაობა” მის გამართლებას და მის მოხსენიებას ე.წ. პოლიტპატიმრად, ბუნებრივია ეს ვერ მოხდება… ვანო მერაბიშვილი ისეთივე პოლიტპატიმარია, მაგალითად, როგორიც მე ევროპარლამენტის პრეზიდენტი”, – განაცხადა დოლიძემ 2030-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები