გიორგი კვირიკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს, – ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს.
სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის – “ნატვრის ხე“ მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მიიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები