ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის ივანე მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაჩენილ კითხვებზე განმარტება გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია.
როგორც ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება და სათაურში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის როგორც კანონიერი, ასევე, დასაბუთებული.
„უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითხვები არა აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ სცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები