გედევან ფოფხაძე – პოლიტსაბჭოს წევრობა ავტომატურად საპარლამენტო სიაში ყოფნას არ ნიშნავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს წევრობა ავტომატურად საპარლამენტო სიაში ყოფნას არ ნიშნავს.
“პოლიტსაბჭოს წევრობა პარტიის სათათბირო ორგანოში ყოფნას ნიშნავს. ნამდვილად არაფერი აქვს ამას საერთო საპარლამენტო სიასთან, რადგან იქ ყოფნა შესაძლოა, ნიშნავდეს პარტიულ ვალდებულებებს, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ადამიანი წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო სიაშიც”,- განაცხადა ფოფხაძემ.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება” საარჩევნო ბლოკის შექმნას, ფოფხაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ფოფხაძემ ისიც დასძინა, რომ “კონსერვატორები” და გია ჟორჟოლიანის პარტია მათი გუნდის წევრებად მოიაზრებიან და რაღაც ფორმით მათ შორის თანამშრომლობა მაინც შედგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები