“სტრასბურგის მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვინ იყო მერაბიშვილი?!”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შს ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ.
ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვინ იყო მერაბიშვილი, ეს ხომ ყველამ ვიცით. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები