ანი მიროტაძე – „ეროვნული ფორუმის“ არჩევნებზე დამოუკიდებელად გასვლა მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაში გადაიხედება

პარლამენტის წევრის „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის განცხადებით, პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ სუბიექტად გადის და ეს საკითხი მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაში გადაიხედება.
„ეროვნული ფორუმი“ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ასეა, თუ იქნება გარკვეული მოცემულობა, მაგალითად, რაიმე საგანგებო მდგომარეობა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში არაფერი შეიცვლება“,- განაცხადა მიროტაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სია, მიროტაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ცნობილი ის არის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება, სწორედ ის უხელმძღვანელებს საარჩევნო პროცესებს. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, „ეროვნულ ფორუმს“ 20 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოცი მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე შეთანხმებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები