ანი მიროტაძე ვანო მერაბიშვილზე – ადამიანი, რომელიც გვამებს ითხოვს, უდანაშაულო ვერ იქნება

ადამიანი, რომელიც გვამებს ითხოვს და გვამებში პრემიებს არიგებს, უდანაშაულო ვერ იქნება,- ასე გამოეხმაურა „ ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე სტრასბურგში დღეს დაგეგმილ სხდომას, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხი უნდა დადგინდეს.
„ადამიანი, რომელიც ითხოვს გვამებს და გვამებში არიგებს პრემიებს, ასევე, ზეწოლის ზომებს იყენებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახის წევრებზე განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მე მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანი უდანაშაულო ვერ იქნება. სხვა საკითხია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“,-განაცხადა მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც მის წინასწარ პატიმრობის ეპიზოდს უკავშირდება. გადაწყვეტილებას დღეს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები