ჟენევის დისკუსიებზე მთავარი განსახილველი საკითხი მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე იქნება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდის შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება 19 მაისს, ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი – 36-ე რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ორივე ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები. ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკადების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.
მისივე ინფორმაციით, 14 ივნისს ორმხრივი შეხვედრები გაიმართება დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ხოლო სამუშაო შეხვედრებს ჯგუფები 15 ივნისს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები