ილია მეორე მსოფლიო პატრიარქსა და ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებს წერილს უგზავნის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებს წერილს უგზავნის, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას ატყობინებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
”მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I, კონსტანტინეპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს: თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერო საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან, დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დეალეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება, პირველ რიგში, მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.
გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს”, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც თან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის ამონაწერი ახლავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები