ადვოკატი: ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას არ აპირებდა

ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას არ აპირებდა,-ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ბერძენიშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პაპიძესა და ბერძენიშვილს სამომავლო გეგმები არ გააჩნდათ.
„ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით, არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მაგდა პაპიძეს და მას სამომავლოდ ერთობლივი გეგმები ჰქონდათ. თავს შევიკავებ იმ დეტალების გაჟღერებისგან, რაც ოთარ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, მაგრამ ერთი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით ნამდვილად არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მაგდა პაპიძეს და მას სამომავლოდ ერთობლივი გეგმები ჰქონდათ. იყო ცალსახა დამოკიდებულება – მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას ოთარ ბერძენიშვილი არ აპირებდა. შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი დახოცა იმისთვის, რათა შემდგომ ოთარ ბერძენიშვილთან ერთად ცხოვრება გაეგრძელებინა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბერძენიშვილის ჩვენებით, ეს არ დადასტურდა“, – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ოთარ ბერძენიშვილმა დაკითხვისას კატეგორიულად განაცხადა, რომ მაგდა პაპიძე ქმარს რომც გაშორებოდა, მას მოლოდინი არ უნდა უნდა ჰქონოდა, რომ ცოლად მოიყვანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები