“კომერციული ატაშის ამოცანა იქნება ექსპორტის წახალისების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“

“დილომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეხმაურება.
ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება. ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება.
“კომერციულმა ატაშემ შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა და მისი ძირითადი ამოცანა იქნება ექსპორტის წახალისების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და იქ არსებული ჩვენი ბიზნესის დაცვა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები