ყველაზე ცუდი მამები ინგლისელები არიან
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ცუდი მამები ინგლისელები არიან. მათ 21 ქვეყანაში ბავშვების აღზრდაში მამების მიერ შეტანილი წვლილი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ინგლისელი მამაკაცები თავის შვილებზე ზრუნვაზე დღე-ღამეში საშუალოდ 24 წუთს ხარჯავენ. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ იუწყება. ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე კარგი მამები შევედეთში ცხოვრობენ. ასეევ შვედეთი ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა.