ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოზე: კონკრეტული საქმეების მიმართ არსებობს მოსამართლეების დაინტერესება

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით არ მიდის ობიექტურობისა და პრინციპულობის მიხედვით.
მისი თქმით, დაინტერესებულ საქმეებს დაინტერესებული მოსამართლეები იხილავენ, რაც დაუშვებელია.
„სასამართლომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დარჩეს ის კითხვები, რაც დღეს გაჩნდა მის მიმართ. კონკრეტული საქმეების მიმართ არსებობს ცალკეული მოსამართლეების დაინტერესება და ეს უკავშირდება პირდაპირ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირად კონტაქტებს. ასეთი მიდგომის ნაცვლად, სასამართლომ უნდა აჩვენოს, რომ ერთნაირი სტანდარტით ხელმძღვანელობს ყველა საქმის განხილვის დროს. ეს სტანდარტი არის მიუკერძოებლობა, სწრაფი მართლმსაჯულება, სამართლიანი მართლმსაჯულება და ყოველგვარი პოლიტიკური გავლენების გარეშე, თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები