მლეთა-სეთურების მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ81-კმ85 (მლეთა-სეთურები) მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 13 ივნისის დილის 08:00 სთ- დან საღამოს 19:00 სთ-მდე გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები