თბილისში ერთ-ერთ ქუჩას, 13 ივნისს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება

13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, თბილისში სტიქიის დროს მაშველებმა 450 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, დაღუპულმა მაშველმა, ზურაბ მუზაშვილმა კი, რვა მოქალაქე იხსნა სიკვდილისგან.
სახელის მინიჭების ცერემონია თბილისში 13 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები