დავით ნარმანია: ვერეს ხეობაში ორ ადგილას ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება

თბილისის მერი დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ბაგრატიასთან ერთად სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნელექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს.
ნარმანია მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის სამუშაო პროცესს გაეცნო. ნარმანიამ იმ სისტემების შესახებაც ისაუბრა, რაც ძლიერი ნალექების შემთხვევაში მდინარეს უსაფრთხოს გახდის და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.
მისი ინფორმაციით, ვერეს ხეობაში ორ ადგილას ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული.
„კეთდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც მისი კალაპოტის მცირედით ცვლილებებს, გამაგრებას მოიცავს. გარდა ამისა სახიდე გადასასვლელი გავაკეთეთ იქ, სადაც შედარებით ვიწრო ტერიტორია იყო და გასული წლის სტიქიის დროს გვირაბი დაზიანდა. ამდენად, ხიდმა მოგვცა საშუალება უფრო მეტი წყლის მასა გავატაროთ და ძლიერი ნალექების შემთხვევაში, აქ საფრთხე არ არსებობს.
ასევე, მყარად გავაკეთეთ გვირაბების სათავის მოწყობილობები. უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და დემონტაჟი გავუკეთეთ. ასე, რომ რისკის დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები