დღეს ბათუმში, საქართველოში პირველად მეხანძრე-მაშველის პროფესიული აღინიშნება

დღეს ბათუმში, საქართველოში პირველად მეხანძრე-მაშველის პროფესიული აღინიშნება. როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრებიან. გიორგი მღებრიშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მადლობის სიგელებს პირადად გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები