სტრასბურგის სასამართლო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

 

სტრასბურგის სასამართლო რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, იგივე სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე. მე მინდა, ვუთხრა, ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება,“ – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები