მარკ ტონერი: „რუსთავი 2“-ის საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს

„რუსთავი 2“-ის საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და სასამართლოს გზით გადაწყდეს, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „რუსთავი“-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თემის კომენტირებისას განაცხადა.
მარკ ტონერი ყველა მხარეს მოუწოდებს, საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზით განაგრძონ.
„თქვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოზე საუბრობთ ?! იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლომ ”რუსთავის 2”-ის მფლობელებთან დაკავშირებით მიიღო. როგორც მე მივხვდი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, რაც ფაქტობრივად, ”რუსთავი 2”-ის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი მუშაობას სააპელაციო პროცესის დასულებამდე განაგრძობს.
მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის ფუნდამენტად ითვლება და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსთვის წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასე, რომ ჩვენ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზით განაგრძონ, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ“, – განაცხადა მარკ ტორნერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც „რუსთავი 2“ -ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები