დავით ნარმანია: ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება

ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება, უბრალოდ საუბარია, რომ ბოტანიკური ბაღიდან საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე აშენდეს მცირე ჰესი, რაზეც განზრახულობის მემორანდუმი არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში კერძო ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ, ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს კითხვების სწორად დასმისკენ მოუწოდა.
„ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება. კითხვა დასვით სწორად. ჯერჯერობით არსად არ შენდება ჰესი, უბრალოდ საუბარია, რომ ბოტანიკური ბაღიდან საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე აშენდეს მცირე ჰესი, რაზეც განზრახულობის მემორანდუმი არსებობს. კონკრეტული პროექტი, ან რენდერი არ შემოსულა. შემოსულია მხოლოდ წერილი, რომელიც დახარვეზდა და გადაეგზავნათ უკან“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის მტკიცებით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები