გიორგი აბაშიშვილი: დღეს პარლამენტი, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მხარის არ დაჭერით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს პარალიზება მოახდინა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში. დღეს პარლამენტმა, ვერ მოახერხა მურუსიძე შეეცვალა დოლიძით. დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა, მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის. ფაქტობრივად, ამით საქართველოს პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება.
დღეს საქართველოს პარლამენტი უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად, დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.