ირანში საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი იუწყება. კატასტროფა, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. ისინი სერიოზული ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.