მალდივის კუნძულების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ტერორიზმისთვის 10 წელი მიუსაჯეს

მალდივის რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს აჰმედ ადიბს ტერორიზმისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადიბი შარშან ოქტომბერში დააკავეს. ის ხელისუფლების პირველი პირის ფიზიკური განადგურების მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. ასევე მას ანტისახელმწიფოებრივი აქციების ორგანიზებაც ბრალდება. რამდენიმე დღის წინ მალდივის ყოფილ პრეზიდენტს მოჰამედ ნაშიდს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გაერო და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია ამ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები