“ბიძინა ივანიშვილმა წამყვანზე სულ 12 წუთით მეტი ისაუბრა, ეს “ინტერვიუ” ნამდვილად არ იყო”

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ რესპონდენტმა წამყვანზე სულ 12 წუთით მეტი ილაპარაკა.
“მხოლოდ ფაქტობრივი სტატისტიკა -კოლეგებისთვის!!! ქრონომეტრაჟი 80 წუთი. ივანიშვილი, ერთ ხმაში, საუბრობს 35 წუთი. ასათიანი კი 23 წუთი. ქალბატონი სალომე, ცდილობს გადაფაროს ივანიშვილის პასუხები, ხოლო ბატონი ბიძინა ცდილობს არ გადავიდეს მომდევნო კოთხვაზე – მანამ, სანამ წინას არ უპასუხებს, და ასე შემდეგ, და ამგვარად, ორ ხმაში – კიდევ 27 წუთი.
საერთო ჯამში, მოწვეულმა სტუმარმა, წამყვანზე, სულ 12 წუთით მეტი ისაუბრა. მიმაჩნია, რომ ეს – “ინტერვიუ” ნამდვილად არ იყო. ვერც ბატონ პაატა ქურდაძეს დავეთანხმები და ამ 80 წუთს – “დებატებს” ვერ დავარქმევდი. მაშ – რა იყო ეს? ვინ იხეირა, ან დაზარალდა ამით? მგონია, ვერავინ იხეირა. მაყურებელი კი დაზარალდა. კარგი იქნება, პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, ბოდიშს თუ მოუხდის, მის აღმატებულებას – მაყურებელს. პ.ს. იმედია მაპატიებთ 2-3 წუთიან ცდომილებას ციფრებში. წარმატებები კოლეგებო!!!”,- წერს სოციალურ ქსელში კოკა ყანდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები “ინტერვიუს” წამყვან სალომე ასათიანს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აცდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები