“თბილისის ბოტანიკური ბაღი ხომ „აჩეხა“ – ბათუმის ბოტანიკურის თანამშრომლებს ჰკითხეთ, ვინ „დააქცია“ ბაღი”

„ჩემო ნაკლებად პატივცემულო, დამცველნო ფლორა–ფაუნის, თუ ამბობთ ა–ს, თქვით ბ–ეც“,-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ფონდ „ქართუს“ მიერ ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის ესპანეთიდან სპილოს პალმების ჩამოტანის ფაქტს და გარემოს იმ დამცველებს მიმართავს, რომლებიც ხეების გადარგვის წინააღმდეგები არიან.
როგორც ჩრდილელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, ფონდმა “ქართუმ”, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობს, ბაღს ესპანეთიდან ჩამოტანილი სპილოს პალმა გადასცა. პალმები ესპანეთიდან 11 დღის წინ გემით ჩამოიტანეს.
„სად არიან მებაღეები, პარტიზანები? რატომ არ დახვდით იმ გემს და არ დაუწექით ზღვაზე ან პლაჟზე მაინც?! თბილისის ბოტანიკური ბაღი ხო ,,აჩეხა“ – ბათუმის ბოტანიკურის თანამშრომლებს ჰკითხეთ, ვინ „დააქცია“ ბაღი, ახლა ზუგდიდსაც მისწვდა!
ჩემო (ნაკლებად) პატივცემულო, დამცველნო ფლორა–ფაუნის, თუ ამბობთ ა – ს, თქვით ბ – ეც… ფონდმა “ქართუმ”, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობს, ბაღს ესპანეთიდან ჩამოტანილი სპილოს პალმა გადასცა. პალმები ესპანეთიდან 11 დღის წინ გემით ჩამოიტანეს. 2 ასეთივე პალმა გადაეცა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსაც.
როგორც ცნობილია, მსგავსი ჯიშის პალმა საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ სოხუმის დენდროლოგიურ პარკში მოიპოვება. ახლა კი 2 ხე ბათუმშიც გაიხარებს“,- წერს ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები