თბილისი ფართომასშტაბიან თავდაცვაზე გადადის

  ავტორი:  ვახტანგ მაისაია

48-10-3  გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს, ძირითადად კი საბჭოთა ტანკების: ,,T-72”, ,,T-55” და ვერტმფრენების: ,,მიგ-2” და ,,მიგ-8” გაყიდვასთან დაკავშირებით, დიდი დისკუსია და ინტერესი გამოიწვია არა მარტო ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც. საქართველოს საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ახლა, როცა სააკაშვილის ეპოქა დასრულდა, საზღვარგარეთ პრობლემებს მნიშვნელოვან სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებით უფრო ადვილად განიხილავენ. ამ საკითხში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ საქართველოს მხარე ცდილობს განსახილველად გამოიტანოს მათთან დატოვებული საბჭოთა და რუსული იმ ტექნიკის რეალიზაციის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ გამოსადეგია აფრიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის. ეს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, თუმცა ქართული საზოგადოება ამის შესახებ ,,პოსტფაქტუმ’’ გაიგებს, რადგან თავდაცვის სამინისტრო, სამწუხაროდ. განაგრძობს წინა ხელისუფლების ტრადიციას – იყოს მაქსიმალურად არატრასპარენტული. ეს კავშირშია არა მხოლოდ ტექნიკურ მოსაზრებებთან  (ექსპლუატაციის სირთულე, სამხედრო ტექნიკის შენახვის დიდი ხარჯები და ა.შ.), არამედ პოლიტიკურ მოსაზრებებთანაც. პოლიტიკურ და შესაძლოა გეოპოლიტიკურ არგუმენტებში გამოიყოს შემდეგი ფაქტორები.

ძალისმიერ მეთოდებზე უარის თქმა

საქართველო გადადის სამხედრო დოქტრინის ახალ პრინციპებზე – ე.წ. წრიულ თავდაცვაზე – და უფლებას იტოვებს აწარმოოს მხოლოდ თავდაცვითი ომები რეგიონულ დონეზე. სწორედ შერეული აქცენტები ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაზე, მიუთითებს საქართველოს ახლანდელი მთავრობის თავდაცვითი პოლიტიკის ამგვარ განვითარებას. არსებულ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან განსხვავებით, რომელმაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციისთვის მხოლოდ ომის გზა აირჩია, ამ ჟესტით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად უარი თქვა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებაზე და წარადგინა ბევრად მოქნილი მიდგომა კონფლიქტების მოგვარების საკითხში. შეიარაღებული თავდასხმიდან თავდაცვითზე გადასვლა წარმოადგენს გარკვეულ ინდიკატორს ასეთი ,,სამშვიდობო სტრატეგიის‘’ განხორციელებისთვის. ჩრდილო კავკასიაში სამხედრო მომზადების გაძლიერება და სამხედრო შენაერთების მოდერნიზება დასავლეთის ოპერატიულ-სტრატეგულ ხელმძღვანელობაში, განსაკუთრებით შიდა ქართლის მიმდებარე ტერიტორიებზე და საზღვართან, მცოცავი ოკუპაციის ფონზე, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ახალ მთავრობაში და იძულებულს ხდის მიიღოს ადეკვატური რეაგირება ქვეყნის ომისგან დაცვის საქმეში. მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტსაც, რომ საქართველო და რუსეთის ფედერაცია დე-ფაქტო არიან დაპირისპირებული მხარეები და მათ შორის მოქმედებს დროებითი ზავი – სამმხრივი მოლაპარაკების ფარგლებში (სააკაშვილი – მედვედევი – სარკოზი, 12 აგვისტო, 2008 წელი) ეს ეხება რუსეთის მხრიდან კავკასიაში სამხედრო მზადების გაძლიერებასაც. იგულისხმება გიურმის (სომხეთის ბაზა) რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მოდერნიზება და გადამზადება, ასევე კრასნოდარის და სტავროპოლის, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში 6 საავიაციო პოლკის შექმნა. საქართველო ქმნის შეიარაღებული ძალების ახალ, ხარისხიან მოდელს, რომელიც უფრო მომზადებულია იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს საზღვარგარეთ კოალიციური ძალების სამშვიდობო ოპერაციებში, რომლებიც მიმართული იქნებიან მსოფლიოს კრიზისულ სიტუაციებში. მაგ. სამხედრო ძალების გამოყენება E-C- ის ეგიდით მალიში. სხვათა შორის, 2013 წლის 28 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე E-C- ის თან შეთანხმებით, პარაფირებასთან ერთად, საქართველომ ხელი მოაწერა სხვა ჩარჩო ხელშეკრულებასაც- E-C- ის მონაწილეობაზე კრიზისულ სიტუაციებში საერთაშორისო დონეზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო ოპერაციებში არა მხოლოდ ნატოს, არამედ E-C- ის ფარგლებშიც. სწორედ ამიტომ, მძიმე ტექნიკის შეიარაღების ქონა საქართველოსთვის უკვე ზედმეტი ტვირთია. თავდაცვითი სამხედრო საჭიროებებისთვის თანხები გამოიყოფა 2014 წლის ბიუჯეტიდან და დაახლოებით 700 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არ განსხვავდება 2013 წლის თანხისგან. იგი არ იძლევა ექსპლუატაციის საშუალებას ნორმალურ პირობებში თავდასხმითი შეიარაღებისთვის. თუ შევადარებთ თავდაცვისთვის დახარჯულ თანხებს, რომელიც 2007 წელს იყო გამოყოფილი (დაახლოებით 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარი) 2013- 14 წლებში გამოყოფილ თანხებს – განსხვავებას აშკარად დაინახავთ – თავდაცვა მცირე თანხებით – აი საქართველოს სამხედრო პოლიტიკის პრინციპი ამ ეტაპზე.

ვაჭრობა საწარმოებთან

ყველაფერი ეს მოცემულ პრობლემაზე ახალი მთავრობის პრაგმატულ მიდგომას ასახავს საერთაშორისო და რეგიონალური პროცესების გათვალისწინებით. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი სტრატეგიის განხორციელება საქართველოს ხელისუფლებისთვის და სამხედრო უწყებისთვის ძალიან რთული იქნება. აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული ფაქტორები, რომელიც შეიძლება ამ პროექტის განხორციელებისას გამოჩნდეს. პირველ რიგში, რთული იქნება დიდი ხნის წინ ათვისებულ მესამე ქვეყნების მსხვილ საწარმო ბაზარზე გასვლა. ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ყველაზე დაბალი საშუალო ფასი შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე.
თანამედროვე საბრძოლო ტანკებში, საშუალო ღირებულებით 4,5 მლნ. ამერიკული დოლარი, ერთი ,,T-90”, 2,5- დან 3 მლნ. დოლარამდე მერყეობს. მსგავსი ტანკებიც კი, რომლებიც ანალოგიურ ბაზაზეა შექმნილი, გაცილებით ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ უარესი ტექნიკური დახასიათება აქვთ. მოძველებულ საბჭოთა ტანკებს კი, რომლებიც დღეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებაშია, რასაკირველია, გაცილებით დაბალი ფასი ექნება და საეჭვოა მათი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით, თანასწორუფლებიან კონტექსტში, თავდაცვით იარაღის შეძენა. მაგალითად, საზენიტო მოწყობილობები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექტები.
მეორე – ყველა სეგმენტი და ბაზარი უკვე დიდი ხანია გადანაწილებულია დიდ მოთამაშეებს შორის  (იარაღის ექსპორტიორი ქვეყნები: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი , ჩინეთი, უკრაინა და ა.შ.).მათთან კონკურენცია ძალიან ძნელია. ასე რომ, ქართული მოძველებული ტქენიკის წარმატებული რეალიზაციისთვის საჭირო გახდება არაორდინალური მარკეტინგული მიდგომა და ბაზრის ღრმა ანალიზი. აქედან გამომდინარე, რაციონალურია, რომ ვივარაუდოთ, საჭიროა ყველაფრის ყურადღებით გათვლა, მოხდეს ადგილზე უტილიზება, თუ შეკეთდეს ტექნიკა ქართული საწარმოების გამოყენებით.

წყარო: http://www.ng.ru/forces/2013-12-27/1_tbilisi.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები