მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი „e-მი-გრაცია გაიმართება
18 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის განახლებულ დარბაზში წარმოდგენილი იქნება მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი „e-მი-გრაცია“, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმა მუსიკის 12 მოციქულის, თბილისის მერიისა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით.
თეატრალური საზოგადოების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებული, ისე ამჟამად ემიგრაციაში მყოფი მუსიკოსები.
საღამოს მასპინძელია მაესტრო დათო ევგენიძე ბენდთან ერთად.
მონაწილეობენ: დათო ევგენიძე და ბენდი, სანდრო BIBICH, ბიბი კვაჭაძე, ნიკა კოჩაროვი, ლუკა ნოზაძე,
ოთარ კუნჭულია, ჯონი თითარიშვილი, გოჩა იაშაღაშვილი.