შალვა პაპუაშვილი – ელისაშვილზე: თვითონ თქვეს, რომ ტერორისტი არის მათი თანამებრძოლი, ალდე-ს თანამებრძოლი არის ტერორისტი, ამის შემდეგ ჩვენ ასეც მოვიაზრებთ „ლელოსაც“ და ალდე-საც, როგორც ტერორისტის თანამებრძოლს
თვითონ თქვეს, რომ ტერორისტი არის მათი თანამებრძოლი, ალდე-ს თანამებრძოლი არის ტერორისტი, ამის შემდეგ ჩვენ ასეც მოვიაზრებთ „ლელოსაც“ და ალდე-საც – როგორც ტერორისტის თანამებრძოლს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ალდე-ს ლიდერები საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებული აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან.
„მოქალაქეები“ და ალეკო ელისაშვილი გახლავთ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ასეც იყო არჩევნებზე, არჩევნების შემდეგაც და მათ ახლაც, გუშინ წინ თქვეს, რომ ისინი აგრძელებენ თანამშრომლობას და არიან თანამებრძოლები. მიხეილ სააკაშვილიც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, რა შუაშია ეს. ტერორისტთან თანამებრძოლი არიან, ამას აცხადებენ, „ლელო“ გახლავთ ალდე-ს წევრი, შესაბამისად, ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია არის ალდე-ს თანამებრძოლი. ეს ხომ თვითონ თქვეს, ამას ჩვენ არ ვამბობთ. თვითონ თქვეს, რომ ტერორისტი არის მათი თანამებრძოლი, ალდე-ს თანამებრძოლი არის ტერორისტი. ასეა? ასეა. კი ბატონო, გასაგებია. ამის შემდეგ ჩვენ ასეც მოვიაზრებთ „ლელოსაც“ და ალდე-საც, როგორც ტერორისტის თანამებრძოლს.
ყველას შევახსენებ, რომ ალდე-ს ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი – ორი ევროკომისარი, რომელიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მავნე დეზინფორმაციული განცხადებებით გამოირჩევიან საქართველოსთან დაკავშირებით და განსაკუთრებით აგრესიული არიან ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის მიმართ. ასე რომ, კი ბატონო, გასაგებია, ტერორისტი არის მათი თანამებრძოლი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.