მთავარი პრობლემა და გამოწვევა დღეს ბრიუსელის არის ის, რომ სინამდვილეში ისინი არიან მათ შორის მარიონეტები სხვის ხელში, ჩვენც ხომ ამ მოდელს გვახვევდნენ თავს, რომ უმცირესობამ განსაზღვროს უმრავლესობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და იმ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამის „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იგივე პრობლემაა გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და ინგლისშიც.
„მთავარი პრობლემა და გამოწვევა დღეს ბრიუსელის არის ის, რომ სინამდვილეში ისინი არიან მათ შორის მარიონეტები სხვის ხელში. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებებში ისინი არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ზუსტად ამას ეუბნება ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ლიდერებს, რომ ისინი საკუთარი ხალხის ნებას არ გამოხატავენ. შეხედეთ გერმანიას, საფრანგეთს, სხვა ქვეყნებს, სტრატეგიაში ზუსტად ეს წერია, რომ უმცირესობების მთავრობები ხართო, თქვენ სინამდვილეში უმცირესობა გიჭერთ მხარს უმრავლესობის საწინააღმდეგოთო და ნახეთ, გერმანიაში დღეს მმართველი პარტია მეორე არის რეიტინგით და ოპოზიციური პარტიაა პირველი მხარდაჭერით. ისტორიულ მინიმუმზე არის საფრანგეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა და ხალხი პარლამენტის ახალ არჩევნებს [ითხოვს]. ინგლისში ზუსტად იგივე სიტუაციაა და სწორედ ეს არის დღეს ევროკავშირის ცივილიზაციური დაღმა სვლის მთავარი გამოწვევა, რომ არიან უმცირესობების მთავრობები, რომლებიც საკუთარივე უმრავლესობის წინააღმდეგ და ინტერესების გათვალისწინების მოქმედებენ. ჩვენთანაც ხომ ეს უნდათ, ჩვენც ხომ ამ მოდელს გვახვევდნენ თავს, რომ უმცირესობამ განსაზღვროს უმრავლესობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და იმ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს, მათ უნდა განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ბედი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.