შალვა პაპუაშვილი: NATO-ს ღია კარი ემსგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს, რომელიც მოტივატორია იმისთვის, რომ წაიყვანო იმ მიმართულებით, რომლითაც გინდა, მაგრამ სახედარი ვერასდროს ვერ მისწვდება იმ სტაფილოს

სინამდვილეში, NATO-შია ჩამოუყალიბებლობა გაფართოებასთან დაკავშირებით და, სინამდვილეში, NATO-ს ღია კარი ემსგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს, რომელიც მოტივატორია იმისთვის, რომ წაიყვანო იმ მიმართულებით, რომლითაც გინდა, მაგრამ სახედარი ვერასდროს ვერ მისწვდება იმ სტაფილოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის მთელი მწარე რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ამის გამო, უკრაინა სისხლს ღვრის – აი ახლა, ამ წუთებშიც. NATO-ს წევრობისთვის დაიწყო ომი, ამ უფლებისთვის, ნატო-ს წევრი რომ იყოს, ამისთვის იბრძვის უკრაინა.

აშშ ამბობს იმას, რაც მისი პოლიტიკაა და პრობლემა არის იმ ფარისევლებში, რომლებიც დგანან და საუბრობენ, რომ კონსენსუსი არ არის, ხვალ იქნება თუ მაზეგ იქნება, არ ვიცით, კარი ღიაა და ა.შ. სინამდვილეში, მართლდება ის, რაც ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე თქვა: როდესაც, თავის დროზე, მას უთხრეს, რომ NATO-ს კარი ღია არისო, მისი პასუხი იყო – ნამეტან დიდხანს ნუ დაგვაყენებთ ღია კარში, რადგან ორპირ ქარში გაციება იცისო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები