შალვა პაპუაშვილი: გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, შენს ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს
გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ არ დააყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამის „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი „აშშ გვერდზე გაიწია“ და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ევროპას არანაირი გეგმა არ გააჩნია.
„ამ მიმიკრიას არ შეეშვა დღემდე ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა – გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, თითქოს შენ ხარ მათი სადარდებელი, გადაყოლილი არიან, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, ამ ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ არ დააყენებს. და ამას ვხედავთ ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითზე, როდესაც ევროპამ განსაკუთრებით, რომელიც დღემდე კვლავ ფარისევლურად იმეორებს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდზე დგას, თუმცა რეალურად საქმით ამას ვერ აჩვენებს. ვნახეთ, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა გვერდზე გაიწია, დაიწყო მშვიდობაზე საუბარი, ვნახეთ, რომ არანაირი გეგმა არ აქვთ, რაც გვაჩვენებს მათ მსგავსებას ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან, გეგმა რომ არ აქვთ, ზუსტად ეს მდგომარეობაა დღეს ევროპაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.