შალვა პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს აშშ-სგან მეტის მოლოდინი აქვს.

„ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეროვნული ინტერესების პრიზმაში – პირველ რიგში, ვხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანებს, რომელიც გვაქვს ორი – ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინტერაქცია სხვებთან. როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელთაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით და ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა ამ ომს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ასეთი წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენს პარტნიორობაში, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება. ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები