შალვა პაპუაშვილი: ინდოეთი შედის მსოფლიოს 5 უდიდეს ეკონომიკაში – ზოგიერთს ჰგონია, რომ ევროკავშირის ჯუჯა სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის, ვიდრე მილიარდნახევრიანი ინდოეთი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, მათი თვალსაწიერი რამდენად ვიწროა

ზოგიერთს ჰგონია, რომ ევროკავშირის ჯუჯა სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის, ვიდრე მილიარდნახევრიანი ინდოეთი, და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი თვალსაწიერი რამდენად ვიწრო არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია.

„ინდოეთი შედის მსოფლიოს ხუთ უდიდეს ეკონომიკაში, არის დიდი ოცეულის წევრი. გასაგებია, რომ ზოგიერთს ჩვენგანს ჰგონია, რომ ევროკავშირის ჯუჯა სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის, ვიდრე მილიარდნახევრიანი ინდოეთი, და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი თვალსაწიერი რამდენად ვიწრო არის. ინდოეთს აქვს როგორც ტრანზიტის მხრივ საქართველოს მიმართ ინტერესი, ისე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის, და, რა თქმა უნდა, სამ მილიონნახევრიანი საქართველოსთვის მილიარდნახევრიანი ქვეყნის და მსოფლიოს 5 უდიდეს ეკონომიკაში შემავალი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოში იქნას მოზიდული. მეორე, ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის და საპარლამენტო თანამშრომლობა, ჩვენი გამოცდილებაც აჩვენებს, რომ არის ყოველთვის ძალიან კარგი ხაზი იმისთვის, რომ ეს კალაპოტი ურთიერთთანამშრომლობისა გაიჭრას და ეს სხვა შემთხვევებშიც არაერთხელ გვქონია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები