ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, ის ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.
„ამ მნიშვნელოვან დღეს ბრიუსელში ვაგრძელებთ.
წინ გველის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ასევე ერთობლივი მოლაპარაკებები ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
პარტნიორებთან ჩვენი ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ, რომ ერთად მუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, – წერს ზელენსკი X-ზე.