ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები ინიშნება

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია “SkyBus” ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს. რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება:
• აქტობე-ბათუმი-ასტანა;
• კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;
• შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;
• აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;
• ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;
• ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;
• კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;
• ასტანა-ბათუმი-კუსტანაი
ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.
ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები