დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართული „დიპლომატიური ტურის“ ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს სტუმრობენ.
ტურის ფარგლებში, დიპლომატები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. კერძოდ, დაათვლიერეს რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი და მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ენგურის ხიდზე.
დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული 40-მდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებს მონაწილეობას.
დღესვე, დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია პრეზენტაციას გამართავს. ტურის ფარგლებში, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს.
დიპლომატები სამეგრელოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც მოინახულებენ.
ხვალ, ელჩები ასევე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს.
დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები