ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძეს აკრიტიკებს

„არასდროს, არანაირი ფორმით ნაცების არცერთ სისაძაგლეზე ხმა არ ამოუღია!“ – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზვიად კვაჭანტირაძე სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას ცინიზმს უწოდებს.
უმრავლესობის ლიდერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის შეტყობინებას ავრცელებს, სადაც ის პაატა ბურჭულაძეეს აკრიტიკებს.
“დიახ, გაუგონარი ცინიზმია რაც ხდება. მეც მახსოვს გირგვლიანის დედა რომ ევედრებოდა “მსოფლიო ბანს” შეხვედრას და შუამდგომლობას. არასდროს, არანაირი ფორმით ნაცების არცერთ სისაძაგლეზე ხმა არ ამოუღია! არასდროს! თუ ტყუილს ვამბობ დამიმტკივოს ვინმემ ფაქტებით.
ძალიან ბევრ მსგავსი ხასიათის წერილს ვიღებ დღეს. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ნაცებმა გადაწყვიტეს დაქსაქსონ ბოლო ძალებით და სხვადასხვა შირმით გააგრძელონ ბრძოლა. “მეორე შალიაპინიც”, დიდი რუსი ბანი (ამით ამაყობდა ყოველთვის) ბურჭულაძეც ამ პროექტის ნაწილია”,- წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე.
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს პირობა მისცა, რომ მისი მოძრაობის მხარდაჭერას, ის არასოდეს ინანებს.
აღნიშნულის შესახებ პაატა ბურჭულაძემ მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე ისაუბრა, რომელსაც თავად გურამ გირგვლიანი ესწრებოდა.
“მეუხერხულება კიდეც, რომ დღეს აქ სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ზის. იმ სანდრო გირგვლიანისა, რომლის სახელის და გვარის გამოყენებით მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო გურამ, მე გაძლევთ პირობას, მურუსიძის სინდრომს ჩვენ კანონიერად გავაქრობთ. მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არასოდეს ინანებთ, რომ დღეს აქ ზიხართ”,- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები