ამირან სალუქვაძე: სავჩენკოს შეწყალების შემდეგ რუსეთი გაააქტიურებს ძალისხმევას სანქციების მოხსნის მიმართულებით

ნადეჟდა სავჩენკოს გადაცვლა, როგორც არ უნდა შეფუთონ, ქერის და დასავლეთის ზეწოლის შედეგია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე წერს.

“ნადეჟდა სავჩენკოს გადაცვლა, როგორც არ უნდა შეფუთონ, ქერის და დასავლეთის ზეწოლის შედეგია.
სავჩენკოს გათავისუფლება და მინისკი -2-ის შეთანხმებების შესრულება იყო სანქციების მოხსნის წინაპირობები. თუ გახსოვთ ეს განცხადებები გააკეთა ქერიმ მოსკოვში ვიზიტის და პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
დღევანდელი სიუჟეტები და დაღუპული ჟურნალისტების ქვრივების თითქოს-და რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა სავჩენკოს შესაწყალებლად, სახის შესანარჩუნებელი სპექტაკლი იყო.
ნადეჟდა სავჩენკოს შეწყალების შემდეგ რუსეთი გაააქტიურებს ძალისხმევას სანქციების მოხსნის მიმართულებით”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
savchenko-cr-739x428

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები