მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში დაფრინდა (ვიდეო)

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2, რომელიც დედამიწის გარშემო მოგზაურობს, პენსილვანიის შტატში, ნიუ-იორკის მახლობლად დაფრინდა. ამის შესახებ პროექტის ავტორებმა ტვიტერში დაწერეს.
Solar Impulse 2-მა, რომელიც ფრენისთვის მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს, დედამიწის გარშემო მოგზაურობა 2015 წლის 9 მარტს აბუ-დაბიდან დაიწყო. ის უკვე იმყოფებოდა ომანში, ინდოეთში, მიანმარში, ჩინეთსა და იაპონიაში, ხოლო შემდეგ წყნარი ოკეანის გავლით აშშ-ში ჩაფრინდა. ნიუ-იორკის შემდეგ თვითმფრინავმა ატლანტის ოკეანეს უნდა გადაუფრინოს და ევროპაში ან ჩრდილოეთ აფრიკაში ჩაფრინდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები