გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის “ მიერ პარლამენტის სხდომის მიტოვება ძალიან ჰგავს კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებას

„ნაციონალური მოძრაობის “ დეპუტატთა მიერ პარლამენტის სხდომის მიტოვება და მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმა ძალიან ჰგავს კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების წინასაარჩევნო “უსამართლობაზე” ორიენტირება და არჩევნების შედეგების გაპროტესტება.
დეპუტატის თქმითვე, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან სხვა პროვოკაციებიც მოსალოდნელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა მიერ პარლამენტის სხდომის მიტოვება და მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმა ძალიან ჰგავს კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებას… მიზანი: საერთაშორისო საზოგადოების ორიენტირება წინასაარჩევნო “უსამართლობაზე” (სხვა პროვოკაციებსაც უნდა ველოდოთ), არჩევნების შედეგების გაპროტესტება ამ ნიშნით და 2003 წლის ნოემბრის მოვლენების გამეორების მცდელობა“,-წერს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს, მიზეზად კი კორცხელში მომხდარი ინციდენტი დაასახელეს. დეპუტატები ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები