ქართული ფოტოგრაფიის დღის აღსანიშნავად ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია დაარსდება

საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოება ქართული ფოტოგრაფიის დღის აღსანიშნავად ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას დააარსებს, რომელიც 2016 წლიდან ყოველი წლის 25 მაისს ჩატარდება.
დღეს, 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართული ფოტოგრაფიის დღისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია – „ფოტოგრაფიული მიმართულებები” გაიმართება.
საკონფერენციო მოხსენებებს წარადგენენ: გია ბუღაძე, ლიკა მამაცაშვილი, ლელა ფირალიშვილი, ნათია წულუკიძე და ხათუნა ხაბულიანი.
კონფერენციის ფარგლებში დისკუსია გაიმართება, თემებზე: “თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში მიმდინარე პროცესები”, “არსებული მდგომარეობა”, “პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები”.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: მეცნიერები, ფოტოგრაფები, მკვლევარები, კურატორები, გალერისტები, ფოტოკონკურსებისა და ფოტოფესტივალების ორგანიზატორები, ფოტოსააგენტოების ხელმძღვანელები, სახელოვნებო მიმართულების მქონე ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების, სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები, ჟურნალების რედაქტორები, ჟურნალისტები და სტუდენტები.
ამასთან, ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 18:00 საათზე, გალერეა „კონტეინერში” (რადიანის ქ. 10) პირველი ქართველი ფოტოკონცეპტუალისტის ბორის შავერდიანის გამოფენა „იისფერი ჯებირი” გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება შავერდიანის უცნობი ფოტოსერია. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები