ცხინვალის თეატრმა სპექტაკლისთვის „ჯაყო“ გრან-პრი აიღო

ცხინვალის თეატრმა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მთავარი პრიზი – გრან-პრი მოიგო. ინფორმაცია ცხინვალის თეატრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ცხინვალის თეატრმა უმაღლესი ჯილდო სპექტაკლისთვის – “ჯაყო” დაიმსახურა, რომელიც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა:
“აღნიშნული პრიზი დღემდე არ გაცემულა. ეს არის პირველი პრეცედენტი ამ ფესტივალის ისტორიაში. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ჟიური განსაკუთრებით მოიხიბლა და აღფრთოვანდა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “ჯაყოს ხიზნების” ბატონი გოჩასეული მიგნებით და წარმოდგენით. გარდა ამისა, რეჟისორი გოჩა კაპანაძე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისურისათვის; თეატრის უხუცეს მსახიობს ნელი სალამაძეს თეატრში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისათვის და თეატრის დირექტორს, ზაალ თედიაშვილს ფესტივალის აქტიური პარტნიორობისთვის გადაეცათ პრიზები.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები