ლუკა კურტანიძე: დავით კოღუაშვილი ”ქართული ოცნებიდან” დროზე უნდა გაეთრიოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, დავით კოღუაშვილი „ქართული ოცნებიდან” ”დროზე უნდა გაეთრიოს”. ამის შესახებ პარლამენტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრიოს დროზე ”ქართული ოცნებიდან”. ყველა ჭრილობა განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და, მით უმეტეს, მის სიახლოვეს ვერ იქნება. სიმწრის ცრემლები მახრჩობს. დავით კოღუაშვილო!”, – მიმართავს პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრს ლუკა კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ დავით კუღუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად 14 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. როგორც კოღუაშვილმა განაცხადა, მას გული სწყდება “ნაციონალებზე”, დევნილები რომ გახდნენ.
“მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა, ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე, რომ თავიანთი საქმეების გამო დევნილები გახდნენ“, – აღნიშნა კოღუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები